დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„საბურთალოს რაიონი – 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, საბურთალოს, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიაღვრის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანია „თელასში“.