სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„ვაკის რაიონში, თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული ფალიაშვილის და კეკელიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, რაფიელ ერისთავის, ბარნოვის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, კეკელიძის და მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 02 საათიდან 05 საათამდე შეუწყდებათ.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში ელექტრომომარაგება 02 საათიდან 06 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, ლეონიძის, მანჯგალაძის, ლერმონტოვის, განათლების, შინდისის, ამაღლების, გალაკტიონ ტაბიძის, სანაპიროს, 9 აპრილის, ხიდის, შხეფის, ბარათაშვილის, გერგეთის, ზაალ დუმბაძის, სავანელის, ბერიძის, დადიანის, ჩიტაძის, ნადიკვარის, ოქროყანის, ვასო აბაშიძის, წავკისის, ბათუ კრავეიშვილის, პაოლო იაშვილის, მესხის, ათონელის, ფხოვის, სულხან საბას, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ავთანდილის, ჯორჯაძის, ბოტანიკის, ჩაიკოვსკის, ბოლო აღმართი, ვეკუას, დავითაშვილის, ვაჩნაძის, ინგოროყვას, სოლოლაკის ხევის, გუდიაშვილის, ხიდისთავის და კოტე აფხაზის ქუჩების აბონენტებზე.
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ერეკლე მეორის მოედნის, ივერიის, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის, ვახტანგ ბერიძის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებსაც.
საბურთალოს და დიდუბის რაიონებში, სისტემა „SCADA“-ს მოწყობილობის მონტაჟთან დაკავშირებით 02 საათიდან 02:30 საათამდე და 06 საათიდან 06:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლების, დელისის III ქუჩის, ტირიფების, ლისის, მუხის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, კანდელაკის, ჭილაძის, ზემო ვეძისის, ბერიტაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, თამარაშვილის, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, ცაგარელის, ასათიანის, ზაქარიაძის, დელისის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ზემო დელისის, ჭიაბრიშვილის, ჩერქეზიშვილის, ვოლოდარსკის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვიის, ფანჯიკიძის, ცინცაძის, შევარდენიძის, კარტოზიას, ბაგრატიონის, ჩიქოვანის და მეგრელიშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.
07 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის II, III, IV, V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ლუბლიანას, გოძიაშვილის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის, იასამანის, ბელიაშვილის, ბოხუას და დისევის ქუჩების აბონენტებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე.
სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების და ვარკეთილის დასახლების III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს დენი 11 საათიდან 15 საათამდე შეუწყდებათ.
გლდანის რაიონში, გლდანის მასივის VII მიკრორაიონში ელექტროენერგია 11 საათიდან 16 საათამდე შეწყდება.
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონსა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩას.
ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის და ალუბლების ქუჩების აბონენტებს დენი
01 საათიდან 06 საათამდე შეუწყდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ – აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.