დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 22 დეკემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი – 01:00-დან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირების და მცხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 12:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.