დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დიდუბის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის 1 კვარტლის, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის საწარმოო ზონის, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის გასასვლელის, თეთრი ხევის დასახლების და ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.