დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კრწანისის მცხოვრებლებს;

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ასათიანის, დადიანის და ახოსპირელის ქუჩების მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონი – 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იამანიძის, ბათუმის, ქურდიანის და მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს;

ისნის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, იოსებიძის, მინდელის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების და გოძიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა და V მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, მემედ აბაშიძის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი