დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, კლდეკარის, ზღვისუბნის და ბეშენოვის  ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლესელიძის ქუჩის მოსახლეობას; 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ვირთაგავას, მიქატაძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.