დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 17 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.