დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, არსენას და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის, ტაბახმელას და წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი