დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

სამგორის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ლორთქიფანიძის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის,  ზემო მეტალურგიულის და რქაწითელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის  გამზირის, მოსაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.