დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

მთაწმინდის რაიონი – 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ლერმონტოვის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გია რომელაშვილის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, შორაპნის, შანდორ პეტეფის, წულუკიძის და კახეთის ხევის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, V კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მცხოვრებლებს.​ 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის და ავთანდილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.