დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღომის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, სულხან ნასიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, მირცხულავას, ალიოს, წყალტუბოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, მიშველაძის, აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, II, V, VI და VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ხევისპირის, ბერთუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინანაურის, დიდი ხეივნის, მეფე სოლომონ II, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, დიმიტრი გულიას, გორგასალის, კრწანისის, იოსებ გრიშაშვილის, გულუას ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა ოქროყანის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ხრესილის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, გურამ ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.