დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 30 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 30 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის III მიკრორაიონის და ვირსალაძის ქუჩის  მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის,  ბეთანიის, კიკეთის,  სამადლოს და დიდების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის  III მიკრორაიონის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას, ილია ვეკუას, კლარა კვესეძის, ბადრი კობახიძის, თეთრი ტბის, დავით აღმაშენებლის, კარლო მებაღიშვილის, ბერთუბნის, ფარსმან II ქველის, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, დრანდის, ბაბილოძის, ხევისპირის და ზურა მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, ზემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, მშვიდობის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „წერეთელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, რაფიელ აგლაძის, ხოშარაულის, დავით ყიფიანის, იროდიონ ევდოშვილის, ვახუშტი ბაგრატიონის, ელიავას, სანაპიროს, ქუთაისის, ცაბაძის, ზეზვა გაფრინდაულის და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.