საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ორ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას დენი 01 საათიდან 04 საათამდე შეუწყდება. საუბარია ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, წავკისის, ამაღლების და ავთანდილის ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 14 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.