დედაქალაქის ორ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ორ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ორ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონში, გლდანის მასივის II, IV მიკრორიონების და მორეტის II შესახვევის მაცხოვრებლებს დენი 11 საათიდან 15 საათამდე შეუწყდებათ.

საბურთალოს რაიონში, ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩებზე ელექტროენერგია 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეწყდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ – ნათქვამია „თელასის” განცხადებაში.