დედაქალაქის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონში, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა და V მიკრორაიონებისა და ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის, მესხის, კელაპტრიშვილის, ბიჩინაშვილის, ხუდადოვის და სტურუას აბონენტებს.

დიდუბის რაიონში, გაფრინდაულის, გვეტაძის, აგლაძის და ყიფიანის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ოთარ ჭელიძის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, კანდელაკის და ნუცუბიძის ქუჩებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის” ინფორმაციაში.