დედაქალაქის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონის მოსახლოებას ელექტროენერგიის მიწოდება 06:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია სოფელ დიღომზე, დიდი დიღმის I მიკრორაიონზე, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00-დან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მეტრომშენის დასახლების, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, წალენჯიხის, მებაღიშვილის, მიქელაძის, ნანეიშვილის, ტოლენჯის, აფანასიევის, დურმიშიძის, შერვაშიძის და ამირეჯიბის ქუჩების აბონენტებზე.
გლდანის რაიონში, გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.