დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 18 ივლისს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, ძოწის, მიცკევიჩის, საბურთალოს, ცინცაძის და თამარაშილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, პურის ჩიხის, ტყავის ჩიხის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, გრიგოლ ხანძთელის ჩიხის, ბეთლემის ჩიხის, ერეკლე II ჩიხის, ერეკლე II, შარდენის, კოტე აფხაზის, სიონის, აბოვიანის, საიათნოვას, ჩიხლაძის, ჯიბლაძის, ლერმონტოვის, აბო თბილელის, ახუნდოვის, აბესაძის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, სამღებროს, ირგვლივის, შუშინის, გრიშაშვილის, ფირდოუსის და ახუნდოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ონიანის, ხაჩატურიანის, ართველაძის, კალანდაძის, წალენჯიხის, მებაღიშვილის, ნანეიშვილის, ტოლენჯის, აფანასიევის, შერვაშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ვასაძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.