დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად საქართველოს. წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.