დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მცხოვრებლებზე.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ქერჩის და ხიზამბარელის (ნაწილობრივ) ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის დასახლების IV და X კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, რკინიგზის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, ზღვისუბნის, შატილის, ურეკის, რამაზ ჩხიკვაძის, ანაპის 414 დევიზიის, საჩხერის და ცოდნისკარის ქუჩების აბონენტებს დენი 10:30 საათიდან 17 საათამდე შეუწყდება.

საბურთალოს რაიონში, დელისის, ნუცუბიძის, იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ბალანჩივაძის, ბზვანელის და დოლიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 11 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირის, თაყაიშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და შატბერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ისნის და სამგორის რაიონებში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დენის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ბერი გარიელ სალოსის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, საექიმოს, ჯავადის, დოდაშვილის, ლობჟანიძის, შუამთის, ბაჟანის, მეგობრობის, მანავის, ჰოლბრუკის, ლერწმის, მეველეს, აფშინაშვილის, ჯავახეთის, ნადარეიშივილის, აბრამიშვილის, ლაისტის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების აბონენტებზე. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილი-3 I მიკრორაიონს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.