დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის 5 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

კერძოდ სოფელი დიდებას, სოფელი გლდანის, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანი-2 დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ხანძთის II შესახვევის, ხევძმარის, შეშელიძის, დავით სარაჯიშვილის, ქერჩის, ვარდისუბნის, გრემის და თერჯოლის ქუჩებზე. ასევე 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ხანძთელის ქუჩას.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიაზე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩებზე.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია ნაწილობრივ შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც. კერძოდ, ბენდელიანის, კოსტავას, ცინცაძის და მერაბ ალექსიძის ქუჩებზე. ასევე 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება ფერმწერთა ქუჩაზე.
მთაწმინდის რაიონს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. კერძოდ მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის და ვეძინის ქუჩებს. ასევე 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ხაზინის და ფხოვის ქუჩებს.

დატოვე კომენტარი