დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„ვაკის რაიონში დენის მიწოდება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებზე.

მთაწმინდის რაიონში, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ფხოვის, ხიდის, ხაზინის და 9 აპრილის ქუჩებზე ელექტროენერგია 11 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში, აბესაძის, დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 14 საათამდე შეწყდება.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), დიღმის მასივის VI კვარტლის და ხოშარაულის ქუჩის აბონენტებზე.

გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ანგია ბოჭორიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, გამარჯვების, ილია ვეკუას, ფეიქართა, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩებზე დენი 10:30 საათიდან 17 საათამდე შეწყდებ. 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, დოესის და ზურაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის” განცხადებაში.