დედაქალაქის 10 რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის 10 რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 10 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„ისნის რაიონში დენის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება საუბარია ნავთლუღის დასახლების, მშველიძის, ჩოჩუას, ლაღიძის, კობცოვის, ბუკისციხის, მათიაშვილის, ჯანელიძის და ქობულაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე. 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის და შირაქის ქუჩებს.

გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონებსა და იაკობის ქუჩაზე ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების აბონენტებზე.

მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის, მაყაშვილის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, მაჩაბელის, ასათიანის, ამაღლების, ნიშნიანიძის და მუსხელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, მუხიანის ნაკვეთების, ანაპის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, ურეკის, რატევანის, ჩარგლის, ლიახვის, მუხრანის, ნაგომარის, შენგელაიას, გლინკას, გუდამაყრის, მუხიანის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის, ცემის, მაიაკოვსკის, ქურდიანის და მეტრეველის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ჭილაძის, თავხელიძის, შარტავას, იოსებიძის, ანა კალანდაძის, ზალდასტანიშვილების, ნუცუბიძის, დელისის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების აბონენტებზე.

კრწანისის რაიონში, სიონის, შარდენის, კოტე აფხაზის, ერეკლე მეორეს, ტყავის და თუმანიანის ქუჩებზე დენი 11 საათიდან 15 საათამდე შეწყდება.

ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 13 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება უზნაძის ქუჩას. 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება მარუაშვილის ქუჩაზეც.

დიდგორის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია დაბა ბეთანიის (ნაწილობრივ) და კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია კომპანია „თელასის“ ინფორმაციაში.