დედამიწამ საკუთარი სუპეროკეანე ერთხელ უკვე გადაყლაპა - მოხდება თუ არა იგივე ხელახლა
დედამიწამ საკუთარი სუპეროკეანე ერთხელ უკვე გადაყლაპა - მოხდება თუ არა იგივე ხელახლა

უძველესი სუპერკონტინენტი როდინია დღის სინათლეზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დაახლოებით 700 მილიონი წლის წინ, დედამიწამ საკუთარი ოკეანე გადაყლაპა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

როდინია სუპერკონტინენტი იყო, რომელიც სახელგანთქმულ პანგეამდე უფრო ადრე არსებობდა. თავის მხრივ, პანგეას დედამიწა 320-170 მილიონი წლის წინ ეკავა. ახალ კვლევაში, ავსტრალიის ქალაქ პერთის კურტინის უნივერსიტეტის მეცნიერები ჟენგ-სიანგ ლის ხელმძღვანელობით, ირწმუნებიან, რომ სუპერკონტინენტები და მათი სუპეროკეანეები ყალიბდებიან და ქრებიან მონაცვლეობითი ციკლებით. ეს ციკლები ზოგჯერ ოკეანეთა ქერქს ინახავს, ზოგჯერ კი ის კვლავ დედამიწის წიაღში ჩააქვს.

როდინია

ლის განცხადებით, ისინი ეჭვობენ, რომ დედამიწის მანტიის სტრუქტურა სრულად ახლდება ყოველი მეორე სუპერკონტინენტისას, ახალი სუპეროკეანის რეორგანიზაციისა და ახალი ცეცხლოვანი სარტყლის გზით. „ცეცხლოვანი სარტყელი“ არის წყნარი ოკეანის სუბდუქციურ ზონათა ჯაჭვი, სადაც ოკეანის ქერქი კონტინენტების ქვეშ ქუცმაცდება. ცეცხლოვან სარტყელში ბევრია ვულკანები და მიწისძვრები, ამიტომ ეწოდა ეს სახელიც.

ისტორია

სუპერკონტინენტების ისტორია ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ დედამიწის მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ დაახლოებით ყოველ 600 მილიონ წელიწადში ერთხელ, კონტინენტები ერთ დიდ კონტინენტად ერთიანდებიან. პირველი იყო ნუნა, რომელიც 1,6-1,4 მილიარდი წლის წინ არსებობდა. ნუნა დაიშალა, მაგრამ დაახლოებით 900 მილიონი წლის წინ ის კვლავ გაერთიანდა როდინიას სახით. როდინია დაახლოებით 700 მილიონი წლის წინ დაიშალა, 300 მილიონი წლის წინ კი პანგეა წარმოიქმნა.

ლის თქმით, მანტიის (ფენა დედამიწის ქერქის ქვეშ) ცირკულაციაში არის მახასიათებლები, რომლებიც კარგად ემთხვევა 600 მილიონ წლიან ციკლს. თუმცა, ზოგიერთი მინერალი, ოქროს დეპოზიტები და გეოქიმიური ხელწერა უძველეს ქანებში, უფრო დიდი ციკლებით მეორდება, რომლებიც მილიარდობით წელიწადს გრძელდება.

ახალ კვლევაში, ლი და მისი კოლეგები იწრმუნებიან, რომ დედამიწას სინამდვილეში ორი კონკურენტი ციკლი აქვს — 600 მილიონ წლიანი სუპერკონტინენტის ციკლი და მილიარდწლიანი სუპეროკეანის ციკლი. მკვლევართა ვარაუდით, დედამიწის სუპერკონტინენტი იშლება და ხელახლა ერთდება ორი მონაცვლეობითი მეთოდით.

მონაცვლეობითი მახასიათებელი

ამ ორ მეთოდს „ინტროვერსიას“ და „ექსტოვერსიას“ უწოდებენ. ინტროვერსიის უკეთ აღსაქმელად, წარმოიდგინეთ სუპერკონტინენტი, რომელსაც გარს აკრავს ერთი სუოპეროკეანე. კონტინენტი დაშლას იწყებს ახალი, შიდა ოკეანის გამოყოფის გზით. ამის შემდეგ, გარკვეულ მიზეზთა გამო, სუბდუქციის პროცესი ამ ახალ, შიდა ოკეანეში იწყება. ამ ცეცხლოვან წერტილებში ოკეანური ქერქი კვლავ დედამიწის ცხელ მანტიაში ჩადის. შიდა ოკეანე ისევ დედამიწის შიგნით, წიაღში ბრუნდება. კონტინენტები კვლავ ერთიანდება. და აი, ჩვენ წინაშეა ახალი სუპერკონტინენტი, რომელსაც გარს აკრავს იგივე ძველი სუპეროკეანე, რაც წარსულშიც ჰქონდა.

მეორე მხრივ, ექსტროვერსია ქმნის როგორც ახალ სუპერკონტინენტს, ისე ახალ სუპეროკეანეს. ამ შემთვევაში სუპეროკეანე იშლება და წარმოქმნის შიდა ოკეანესაც. თუმცა ამჯერად, სუბდუქცია ხდება არა შიდა ოკეანეში, არამედ სუპერკონტინენტს გარშემორტყმულ სუპეროკეანეში. დედამიწა სუპეროკეანეს ყლაპავს, დანაწევრებული კონტინენტური ქერქი კი მთელ პლანეტაზე გადაადგილდება. ყოფილი შიდა ოკეანე სრულიად ახალ სუპეროკეანედ იქცევა.

პანგეა

ლი და მისი კოლეგები მოდელირებაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ გასული 2 მილიარდი წლის განმავლობაში, ინტროვერსია და ექსტრავერსია ერთმანეთს ენაცვლებოდა. ამ სცენარის მიხედვით, სუპერკონტინენტი ნუნა დაიშალა და ინტროვერსიის გზით წარმოიშვა როდინია. ნუნას სუპეროკეანე გადარჩა და როდინიას სუპეროკეანე გახდა, რომელსაც მეცნიერები „მიროვოის“ უწოდებენ. ლის თქმით, ნუნასა და როდინიას ერთნაირი კონფიგურაციები ჰქონდათ, რაც აძლიერებს მოსაზრებას, რომ ნუნა უბრალოდ დაიშალა და შემდეგ კვლავ შეერთდა.

თუმცა ამის შემდეგ, მიროვოის ოკეანურმა ქერქმა ჩაძირვა დაიწყო. როდინია მისი სუპეროკეანის გაქრობასთან ერთად დაიშალა. ის პლანეტის მეორე მხრიდან კვლავ შეერთდა, ამჯერად პანგეას სახით. როდინიას დაშლასთან ერთად, წარმოიქმნა ახალი ოკეანე, რომელიც პანგეას სუპეროკეანე გახდა; მას პანთალასას უწოდებენ.

დედამიწის მომავალი

რა თქმა უნდა, პანგეაც დაიშალა და დღეს არსებულ კონტინენტებად იქცა. პანთალასას ნაშთები წყნაროკეანური ქერქის სახით შემორჩა. გეოფიზიკოს მარკ ბეჰნის განცხადებით, ახალ კვლევაში განხილული გასული 2 მილიარდი წელი სავარაუდოა. ძნელია იმის გაგება, სინამდვილეა და წარმოადგენს თუ არა ფუნდამენტურ მახასიათებელს მათ მიერ შესწავლილი ციკლები.

ლის თქმით, თუკი მონაცვლეობითი მახასიათებელი ნამდვილია, შემდეგი სუპერკონტინენტი ინტროვერსიის გზით ჩამოყალიბდება. ერთმანეთთან ახლოს მივლენ პანგეას დაშლის შედეგად წარმოქმნილი შიდა ოკეანეები — ატლანტის, ინდოეთის და სამხრეთის. წყნარი ოკეანე გაფართოვდება და ახალი კონტინენტის სუპეროკეანე გახდება. მომავლის ამ თეორიულ სუპერკონტინენტს მეცნიერები ამაზიას უწოდებენ.

ამაზია

ლის თქმით, ინტროვერსია/ექსტროვერსიის მართებულობაში უნდა დაგვეხმაროს დედამიწის სუპერკონტინენტის მომავალი ბუნდოვანია. მოდელები, რომლებიც დედამიწის კონტინენტების მოძრაობების კომბინირებას მანტიის შიდა დინამიკის გზით ცდილობს. მარკ ბეჰნის განცხადებით, ლის და მის კოლეგათა მიერ გამოყენებული მეთოდები გონივრულია და სწორ გზას ადგას ფილების ტექტონიკის ამ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

როგორც ბეჰნი აღნიშნავს, არავინ იცის, რა განაპირობებს სუბდუქციას კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილას. დაზუსტებით არც ის არის ცნობილი, როდის დაიწყო მოძრაობა დედამიწის ფილებმა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ფილების ტექტონიკა პლანეტის წარმოქმნიდან მალევე დაიწყო. ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს პროცესი სამი, ორი ან მილიარდი წლის წინ დაიწყო.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.