დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა

14:21, 14.04.2019

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში.

ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე სკვერის ბიბლიოთეკა გიორგი კეკელიძემ გახსნა. ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ რუხის საჯარო სკოლაში კი დედაენის მონუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ საზეიმოდ გახსნა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. მოსწავლე – ახალგაზრდობის აღსაზრდელებს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

მსგავსი