„დედაენის ბაღში“, სადაც აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო
„დედაენის ბაღში“, სადაც აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო

თბილისში, „დედაენის ბაღში“, სადაც აქცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ  აქციის ერთ-ერთი მონაწილე 2 000-ლარით დაჯარიმდა.

როგორც აღნიშნულმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, აფთიაქში მიდიოდა, როდესაც პოლიციამ დააჯარიმა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა და აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განმარტეს, ყველა პირი, ვისაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა და დაარღვევს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, დაჯარიმდება.