დებალცევოში აფეთქების დროს ყუმბარა სკოლის მოსწავლის ჩანთაში იყო მოთავსებული
დებალცევოში აფეთქების დროს ყუმბარა სკოლის მოსწავლის ჩანთაში იყო მოთავსებული

უკრაინის ქალაქ დებალცევოში მომხდარი აფეთქების დროს ყუმბარა სკოლის მოსწავლის ზურგჩანთაში იყო მოთავსებული – იუწყება ადგილობრივი მედია.

ქალაქ დებალცევოში, სამგზავრო ავტობუსში აფეთქება ადგილობრივი დროით 15:50 სთ-ზე მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი 13 წლის მოზარდია. დაშავებულები ქალაქის მთავარი საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია.