დე ლიგტი „იუვენტუსში“ გადასვლას ნანობს #1TVSPORT
დე ლიგტი „იუვენტუსში“ გადასვლას ნანობს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ მცველს მატეის დე ლიგტს გუნდის დატოვება სურს. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ნანობს ტურინულ კლუბში გადასვლას, – ამის შესახებ წერს გამოცემა Diario Sport.

ინფორმაციის თანახმად, დე ლიგტს „ბარსელონაში“ თამაშის გაგრძელების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ესმის, რომ ამგვარი ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთული იქნება.

ნიდერლანდელი მცველი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.