დე ლა ჰოიამ მაკგრეგორი გამოიწვია
დე ლა ჰოიამ მაკგრეგორი გამოიწვია

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, პრომოუტერული კომპანია Golden Boy-ის პრეზიდენტმა ოსკარ დე ლა ჰოიამ  UFC-ის ჩემპიონი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ბრძოლაში გამოიწვია.

“მე კონკურენტუნარიანი ვარ, ჯერ ისევ შემიძლია ჩხუბი. ბევრს ვვარჯიშობ, სწრაფი და ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. ვიცი, რომ შემიძლია მაკგრეგორს ორ რაუნდში გავუსწორდე. დავბრუნდები ამ ბრძოლის სანაცვლოდ. ორი რაუნდი მჭირდება.
ის ხისტი ირლანდიელია, ის მეფეა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ოქტაგონში ის გამანადგურებს. მასთან რინგზე ჩხუბი მინდა. ბოლო ხუთი თვეა, ინტენსიურად ვვარჯიშობ”, – განაცხადა ამერიკელმა Boxingnews24-თან კომენტარში.

კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა საკრივო წესებით ჩაატარა და მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა ფლოიდ მეივეზერთან. რაც შეეხება 44 წლის “ოქროს ბიჭს” (დე ლა ჰოიას მეტსახელი), ის ბოლოს რინგზე 2008 წელს იყო, როცა ვადაზე ადრე დამარცხდა ფილიპინელი მენი პაკიაოს წინააღმდეგ.