დე იონგმა ტრავმა მიიღო და ნიდერლანდების ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ დაეხმარება #1TVSPORT
ნიდერლანდების ეროვნული გუნდის თავდამსხმელი დე იონგი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ტრავმის გამო ვეღარ შეძლებს, – იუწყება ნიდერლანდების ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი.
დე იონგმა ვარჯიშის დროს მუხლი დაიზიანა, ტრავმისგან განკურნებას დიდი დრო დასჭირდება და თავდამსხმელისთვის ევრო 2020 დასრულდა.
ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური დე იონგის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს ვერ გამოიძახებს, რადგან წესების თანახმად, ეს მხოლოდ მეკარის ტრავმის შემთხვევაშია შესაძლებელი.
30 წლის თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატში მოედანზე ორჯერ გამოჩნდა, უკრაინასთან (3:2) და ავსტრიასთან (2:0) ჩატარებულ მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ С ჯგუფში სამი გამარჯვებით და ცხრა ქულით ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.