„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, მეკარე ედერსონი და ფორვარდი ხულიან ალვარესი უკმაყოფილონი არიან საკუთარი მდგომარეობით ინგლისურ კლუბში, რომელსაც პეპ გვარდიოლა ავარჯიშებს, – იტყობინება გამოცემა Football Insider-ი.
წყაროს ცნობით, სამივე ფეხბურთელი სერიოზულად ფიქრობს ამ ზაფხულს ინგლისის ჩემპიონის დატოვებას. ხაზს უსვამენ იმას, რომ ალვარესი უკმაყოფილოა სათამაშო დროით, ხოლო დე ბრუინმა და ედერსონმა სარფიანი წინადადებები მიიღეს საუდის არაბეთიდან.
ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალვარესის გადაბირებით დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკო“, მაგრამ როგორც Football Insider-ი წერს, გვარდიოლა შეეცდება, დაიყოლიოს არგენტინელი ფეხბურთელი, ინგლისურ კლუბში დარჩეს. ასევე, ესპანელ სპეციალისტს არ სურს დე ბრუინის გაშვება.