დე ბრუინი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს
დე ბრუინი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ისევ გამოვიდა მწყობრიდან. ამის შესახებ წერს გაზეთი სანი  (The Sun).

ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ბელგიელი პრემიერლიგაში დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს და ასევე არ არის გამორიცხული, გამოჯანმრთელება ინგლისის თასის ფინალისთვისაც მოასწროს, რომელიც 18 მაისს გაიმართება.

დე ბრუინმა მუხლის ტრავმა გასულ უქმეებზე, ტოტენჰემთან 35-ე ტურის მატჩში მიიღო.

ამ სეზონზე ბელგიელმა მხოლოდ 18-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში, გაიტანა ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მანჩესტერ სიტის 24 აპრილს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედის  წინააღმდეგ. ამ თამაშის ვერმოგების შემთხვევაში, სიტი პრაქტიკულად დაკარგავს პრემიერლიგაში გაჩემპიონების შანსს.