დე ბრუინი საუდის არაბეთში არ წავა - „მანჩესტერ სიტი“ ბელგიელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT
დე ბრუინი საუდის არაბეთში არ წავა - „მანჩესტერ სიტი“ ბელგიელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი კლუბი „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ეროვნული ნაკრების ლიდერს, კევინ დე ბრუინს კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელმა წინადადება უარყო.

გამოცემა Goal-ის ცნობით, კევინ დე ბრუინი, საუდის არაბეთის ლიგის კლუბის მიერ შეთავაზებული კონტრაქტის მიხედვით, კვირაში ერთ მილიონ ევროს მიიღებდა ანაზღაურების სახით, თუმცა ბელგიელი „მანჩესტერ სიტიში“ ბედნიერია და სხვაგან წასვლას არ აპირებს.

ამჟამინდელი ხელშეკრულებით, რომელიც 2025 წლის ივნისამდეა გათვლილი, პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი კვირაში 375 000 ფუნტს გამოიმუშავებს. „მანჩესტერ სიტის“ კი სურს, კევინ დე ბრუინთან ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმოს.

დე ბრუინი ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რიგებში 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა. ამ დროის მანძილზე ბელგიელმა ხუთჯერ – პრემიერლიგა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.