დე ბრუინი მზად არის კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მზად არის განიხილოს „ნაპოლიში“ გადასვლის ვარიანტი, – წერს ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.
აღნიშნავენ, რომ 33 წლის ბელგიელმა ნეაპოლური კლუბის შესახებ დადებითი შეფასებები მოისმინა თავისი თანამემამულეებისგან – „ნაპოლის“ მოქმედი ფორვარდისგან რომელუ ლუკაკუსგან და და ყოფილი მოთამაშისგან დრის მერტენსისგან. მომდევნო კვირას სერია A-ს ლიდერი პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართავს „სიტის“ ნახევარმცველს.
დე ბრუინის „ნაპოლიში“ სავარაუდო გადასვლის შესახებ ჭორები გაამძაფრა ფეხბურთელის ცოლის ვიზიტმა ნეაპოლში.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში დე ბრუინმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ დატოვებს „მანჩესტერ სიტის“. ამ სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.