დე ბრუინი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობასთან ახლოს ვარ
დე ბრუინი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობასთან ახლოს ვარ

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი აცხადებს, რომ არც ისე შორს არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღებისგან.

„მგონია, რომ არც ისე შორის ვარ იმისგან, რომ „ოქროს ბურთი“ გადმომცენ. თუმცა, მე ამას, რა თქმა უნდა, ვერ გადავწყვეტ. უბრალოდ ვცდილობ, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდე. ბოლო წლებში კარგ თამაშს ვაჩვენებდი. გასულ სეზონშიც კი, როცა ბევრი ტრავმა მქონდა, კვლავ ფეხზე ვდგებოდი და მოედანს ვუბრუნდებოდი. არ ვიცი, ვინ ირჩევს საუკეთესოებს, მაგრამ პირადად მიმაჩნია, რომ ამ წოდებასთან საკმაოდ ახლოს ვარ“, – ამბობს ბელგიელი.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა ინგლისის ჩემპიონატის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა რვა გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.