დე ბრუინი და აზარი ბელგიის ნაკრებთან ერთად იტალიასთან მატჩზე გაემგზავრნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების ოფიციალურმა „ტვიტერმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ეროვნული გუნდის გამგზავრება იტალიასთან მეოთხედფინალურ მატჩზე.
კადრებში ჩანან ნახევარმცველები ედენ აზარი და კევინ დე ბრუინი, რომლებმაც ტრავმა მიიღეს პორტუგალიასთან მერვედფინალში. ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაზიანებების გამო, ორივე მოთამაშე ვერ შეძლებს იტალიის წინააღმდეგ გუნდის დახმარებას.
ბელგიისა და იტალიის მატჩი პარასკევს, 2 ივლისს მიუნხენში „ალიანც-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 23 საათზე დაიწყება.