დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

10:25, 12.07.2020

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მიწისძვრის შესახებ ვებგვერდზე დაზუსტებული ინფორმაცია განათავსა.

დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში დღეს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა.

მსგავსი