დავით ბაქრაძე - პრობლემები თავისით არ გვარდება, ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე
დავით ბაქრაძე - პრობლემები თავისით არ გვარდება, ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე

პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის 27-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

დავით ბაქრაძის თქმით, მან მხარი ცვლილებებს და იმ ადამიანს დაუჭირა, რომელიც იქნება კანონის, სამართლისა და წესიერების გარანტი.

„საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო; ხალხს აღარ უნდა იმ გაჭირვებასა და პრობლემებში ცხოვრება, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ. ხალხს სჭირდება უკეთესობა, წინსვლა და მოგვარებული პრობლემა, მაგრამ ეს თავისით არ კეთდება და პრობლემები თავისით არ გვარდება. ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე. თქვენი ხმა ცვლის საქართველოს, თქვენი ოჯახისა და თქვენს მომავალს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.