დავითაშვილს „სენტ-ეტიენში“ კვლავ არ უთამაშია - ფრანგი ფანები ქართველის ბედით ინტერესდებიან #1TVSPORT
დავითაშვილს „სენტ-ეტიენში“ კვლავ არ უთამაშია - ფრანგი ფანები ქართველის ბედით ინტერესდებიან #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი სარდინიაშიკალიარისთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

ეს იყო „ჯიჯი რივას თასი“, სპეციალური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება „კალიარის“ მთავარ სიმბოლოს, იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდას – ჯიჯი რივას.

საქმე ისაა, რომ 1970 წლის 16 სექტემბერს „კალიარი“ ევროპის თასზე სადებიუტო მატჩში „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 3:0, რივამ კი სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„სენტ-ეტიენის“ განაცხადში, ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, არ არის ზურიკო დავითაშვილი, რამაც ფრანგული კლუბის გულშემატკივრებს კითხვები გაუჩნა.

„დავითაშვილს თამაში აღარ სურს?“ „შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ხდება დავითაშვილის თავს?“ – კითხულობდნენ „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრები შემადგენლობის გაცნობის შემდეგ.