დავითაშვილს „სენტ ეტიენში“ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - ოლივიე დალ'ოლიოს ლორან უარი შეცვლის #1TVSPORT
დავითაშვილს „სენტ ეტიენში“ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - ოლივიე დალ'ოლიოს ლორან უარი შეცვლის #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის კლუბის, „სენტ-ეტიენის“ მთავარი მწვრთნელი ოლივიე დალ’ოლიო თანამდებობიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდს ლორან უარი უხელმძღვანელებს, რომელიც „სენტ-ეტიენის“ საფეხბურთო აკადემიის დირექტორია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დროებითი მწვრთნელია – სანამ უფრო გამოცდილ სპეციალისტს არ შეუთანხმდებიან.

„სენტ ეტიენიდან“ დალ’ოლიოს გათავისუფლების შესახებ საუბარი სეზონის დასაწყისშიც იყო, მაგრამ დროებით პოსტი შეინარჩუნა. თუმცა ბოლო დროს გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო და 15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 13 ქულით ბოლოდან მესამე (მე-18) ადგილზეა.

ლორან უარის ხელმძღვანელობით „სენტ ეტიენი“ პირველ შეხვედრას 2025 წლის წლის 4 იანვარს საკუთარ მოედანზე „რეიმსთან“ გამართავს.