დავითაშვილმა თასზე გაიტანა – „ბორდო“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ მორიგი მატჩი ჩაატარა, რომელიც საფრანგეთის თასზე „სტად ბორდელეს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელის კლუბი საფრანგეთის თასის 1/128-ფინალში ნაციონალ 3-ის გუნდს შეხვდა, პირველ ტაიმში გოლი ვერ გაუტანა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.
დაბალი ლიგის გუნდმა წინააღმდეგობის გაწევა მეორე ტაიმშიც დიდხანს მოახერხა. მაგრამ „ბორდომ“ მიზანს მაინც მიაღწია. ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა – ზურიკო დავითაშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ქართველმა შემტევმა თავად შეასრულა და უნაკლოდ გამოიყენა.
58′ 💙🤍🇬🇪 [0⃣-1⃣] #SBFFCGB pic.twitter.com/aFEHjm1AuP
— FC Girondins de Bordeaux (@girondins) October 29, 2022
72-ე წუთზე და 84-ე წუთებზე „ბორდომ“ უპირატესობა გაზარდა, საბოლოოდ 3:0 მოიგო და საფრანგეთის თასისთვსი ბრძოლას აგრძელებს.