დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა ტულას „არსენალში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ, ამჯერად, ის მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ტულას „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. „არსენალი“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, 58-ე წუთზე კი 3:0-ს იგებდა. მოსკოველებმა პრესტიჟის გოლი მხოლოდ 90+3-ე წუთზე გაიტანეს.

ზურიკო დავითაშვილი განაცხადში იყო და მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე შეუშვეს. სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ „არსენალში“ დაბრუნებულ 20 წლის ქართველ ნახევარმცველს ცოტა სათამაშო დრო აქვს. მოსკოველთა შემადგენლობაში იყო 21 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი და შეუცვლელად ითამაშა.

დატოვე კომენტარი