დავითაშვილმა „სენტ-ეტიენში“ ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
დავითაშვილმა „სენტ-ეტიენში“ ვარჯიში განაახლა #1TVSPORT

„სენტ-ეტიენის“ ქართველმა ლეგიონერმა, ზურიკო დავითაშვილმა სამშაბათს ვარჯიში განაახლა. თუმცა მისი მონაწილეობა „ამიენთან“ ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩში (შაბათსაა დაგეგმილი) ჯერ არ დადასტურებულა – ინფორმაციას peuple-vert-ი ავრცელებს.

„სამშაბათს ზურიკო დავითაშვილი მოედანს დაუბრუნდა. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი გაფრთხილება: მოთამაშე ინდივიდუალურად ფიზმოზმადების მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.

დიახ, ქართველი თავდამსხმელი ტრავმის შემდეგ მომჯობინდა. მაგრამ საკმარისად ადრე ხომ არ დაიწყო ვარჯიში, რომ შაბათს „ჟოფრუა-გიშარის“ სტადიონზე სათამაშოდ მზად იყოს? კითხვა კვლავ რჩება.

ცხადია, რომ მისი დაბრუნება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს „მწვანეების“ შეტევასა და ფიზიკურ პოტენციალს. დავითაშვილი არის მოთამაშე, რომლის არყოფნაც „სენტ-ეტიენში“ ყველაზე მეტად იგრძნობა. მის გარეშე გუნდმა ბოლო ორ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა“, – წერს გამოცემა.