დავითაშვილმა პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – კვერნაძის „ფროზინონე“ ლიდერს მიუახლოვდა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ შინ „ნანსი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ირვინ კარდონამ ანგარიში სწორედ მისი გადაცემით გახსნა.
ეს დავითაშვილისთვის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე გადაცემაა, მის ანგარიშზე ასევე 6 გოლია. „სენტ-ეტიენი“ კი 29 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრუასთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.
„ფროზინონეში“ 85 წუთი ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელიც სერია B-ში „ბარის“ ესტუმრა და 3:2 სძლია – ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი მესამე ადგილზე გადავიდა და 12 ტურის შემდეგ პირველადგილოსან „მონცას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.