დავითაშვილმა ძირითადში ითამაშა - „ბორდო“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
დავითაშვილმა ძირითადში ითამაშა - „ბორდო“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

„ბორდო“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 2-ში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ანსის“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

29-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჟირონდელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 69 წუთი ითამაშა. მატჩი კი „ანსიმ“ უკეთ ჩაატარა, შანსები გამოიყენა და დამსახურებულად მოიგო.

ანგარიში მე-8 წუთზე მასპინძელთა გვინეელმა თავდამსხმელმა, უსმან კამარამ გახსნა. მე-40 წუთზე ჯერემი ლივოლანმა წონასწორობა კი აღადგინა, მაგრამ რამდენიმე წუთში კამარამ დუბლი შეასრულა და „ანსი“ კვლავ დააწინაურა.

საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე მასპინძელთა მაროკოელმა ნახევარმცველმა, ნორდინ კანდილმა დააფიქსირა.

„ბორდო“ 29 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-13 ადგილზეა.