დავითაშვილმა დიდი ხნის შემდეგ გაიტანა - „არსენალმა“ „კრილია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
დავითაშვილმა დიდი ხნის შემდეგ გაიტანა - „არსენალმა“ „კრილია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა უგოლო სერია დაასრულა და მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში გოლების ანგარიში გახდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდმა, ტულას „არსენალმა“ საკუთარ სტადიონზე სამარის „კრილია სოვეტოვს“ რუსეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში უმასპინძლა და მე-3 წუთზე დაწინაურდა, გოლი კი დავითაშვილმა გაიტანა

აღსანიშნავია, რომ ბოლოს დავითაშვილმა გასულ სეზონში გოლი ვერ გაიტანა და ახლა თავის გამოჩენა წელიწადისა და 5 თვის შემდეგ მოახერხა. ბოლოს მან 2020 წლის 14 მარტს ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში გაიტანა, რომლის მეტოქეც დავითაშვილის ამჟამინდელი გუნდი ტულას „არსენალი“ იყო.

დავითაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ, ტულას „არსენალმა“ სამარას „კრილია სოვეტოვი“ 2:1 დაამარცხა და სამი ტურის შემდეგ პირველი ქულები მოიპოვა.