დავითაშვილით დაინტერესდა „სპორტინგიც“, რომელსაც ქოჩორაშვილი დატოვებს #1TVSPORT

16:48, 04.07.2026

შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილმა კარიერა „სპორტინგში“ გააგრძელოს – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Central90 ავრცელებს.

„ექსკლუზივი – „სპორტინგი“ ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდა. „ლომები“ უკვე დაუკავშირდნენ „სენტ-ეტიენს“, რათა გაერკვიათ ქართველი შემტევის შესაძლო ტრანსფერის პირობები“, – ამტკიცებს Central90.

ასევე სახელდება დავითაშვილით დაინტერესებული რამდენიმე გუნდი: „ბენფიკა“, „რენი“, „ევერტონი“, თურქეთში კი – „ბეშიქთაში“. თუმცა სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნა და ქართველ თავდამსხმელს ჯერ ფრანგული კლუბი არ დაუტოვებია.

შეგახსენებთ, რომ „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილი 2025 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, მაგრამ პორტუგალიური გუნდის დატოვება სურს.

მსგავსი