დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ კონკურენტთან მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში უშუალო კონკურენტს, „რედ სტარს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-13 წუთზე ირვინ კარდონამ გახსნა. სწორედ მის ნაცვლად შევიდა 52-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების შემტევი, თუმცა ზურიკო დავითაშვილმა ამჯერად საგოლე მოქმედების შესრულება ვერ მოახერხა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 9 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ 22 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია, „რეიმსსა“ და „რედ სტარს“ უკვე 5 ქულით ასწრებს. დავითაშვილის ანგარიშზე 8 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.