დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ კონკურენტი ვერ დაამარცხა #1TVSPORT
დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ კონკურენტი ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ გადარჩენისთვის ბრძოლაში კონკურენტ „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა – 1:1.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურის შეხვედრა, რომელიც ქართველის გუნდმა სტუმრად ჩაატარა, დავითაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკმაოდ აქტიური იყო, მისი გადაცემით ირვინ კარდონა პირისპირ დარჩა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა, ზურიკოს კი ამჯერად ანგარიშზე გოლი ან საგოლე გადაცემა არ ჩაუწერია.

„სენტ-ეტიენმა“ დაწინაურება მე-10 წუთზე ლუკას სტასინის გოლით მოახერხა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შესვნებამდე საპასუხო ბურთი გაუშვა – სტუმართა კარში დანიშნული პენალტი აბდულაიე ტურეს მეკარემ კი აუღო, მაგრამ „ლე ავრის“ კაპიტანმა დამატებაზე მაინც გაიტანა.

„სენტ-ეტიენი“ 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.