დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“„ნიცასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“„ნიცასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტური ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენისთვის“ წარუმატებელი გამოდგა – გუნდი ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ნიცასთან“ 1:3 დამარცხდა.

წინა ტურში შესრულებული ორი საგოლე გადაცემის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა, მაგრამ ამჯერად დავითაშვილს თავი არ გამოუჩენია. თუმცა მეორე ტაიმში ბურთის გატანა შეეძლო.

შეხვედრა „ნიცამ“ კარგად დაიწყო – პაბლო როსარიოს გოლით მე-10 წუთზე დაწინაურდა. ლუკას სტასინმა 32-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ სამი ქულაც მოიპოვეს.

24-ე ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა – გუნდმა ზედიზედ მეშვიდე თამაში ვერ მოიგო და 19 ქულით მე-16 ადგილზეა.