დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ჩემპიონატის პლეიოფის საშინაო მატჩში „ნიცას“ დაუზავდა #1TVSPORT
დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ჩემპიონატის პლეიოფის საშინაო მატჩში „ნიცას“ დაუზავდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეიოფის პირველ მატჩში „ნიცას“ უმასპინძლა – მატჩი 0:0 დასრულდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ და თამაში სანახაობრივი ვერ გამოვიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „სენტ-ეტიენში“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გოლის გატანაც სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

ლიგა 1-ის საგზურის მფლობელი საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც 29 მაისს „ნიცის“ მოედანზე გაიმართება.